ברוכים הבאים לבית חב"ד טביליסי

מידע למטייל, אוכל כשר וסעודות שבת בגיאורגיה

שבת בגיאורגיה?

סעודות שבת באווירה מיוחדת

סיוע בפעילות בית חב"ד טביליסי

בית חב"ד טביליסי מקיים פעילות שוטפת של סיוע לקהילה המקומית ולתיירים היהודים הפוקדים את טביליסי

המיקום שלנו

זמנים ומזג אוויר

הפייסבוק שלנו

Used for the like, share, comment, and reaction icons

This message is only visible to site admins
Problem displaying Facebook posts. Backup cache in use.

Error: Error validating access token: The session has been invalidated because the user changed their password or Facebook has changed the session for security reasons.
Type: OAuthException

თორის საკვირაო თავი ,,მიშფატიმ“
,,თუ ფულს ასესხებ ჩემს ხალხს, შენთან მყოფ ღარიბს, ნუ იქნები მისი შემავიწროებელი“ (22:24)
ზამთარი იწურებოდა. ყინვები შესუსტდა, ცივი ქარი მოტყდა და გახავერდდა. თოვლის გორაკები ჩაილია, ლოლოები მზეს თვალს ვერ უსწორებდნენ და აცრემლებულები თვალსა და ხელს შუა ქრებოდნენ. ცემახ ცედეკს უყვარდა დილაობით ფანჯრიდან ყურება და პეიზაჟით ტკბობა. ამჯერადაც ადრე ამდგარიყო, ფარდა გადაეწია და გარემოს გაჰყურებდა. მისი სახე დარდს დაეჩრდილა... უკვე მერამდენე ღამეა, ბაბუა არ დასიზმრებია. სანამ მისი ბაბუა — ალტერ რებე ცოცხალი იყო, ყველა საკითხს მასთან განიხილავდა, გარდაცვალების შემდეგ სახელოვანი წინაპარი შვილიშვილს ძილში სტუმრობდა და მასთან ერთად თორას სწავლობდა. საინტერესო კითხვებს რა გამოლევდა! ცემახ ცედეკს კი ყველაფერზე პასუხი ჰქონდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი. რატომ აღარ ეცხადებოდა ბაბუა, ცემახ ცედეკმა არ იცოდა. კითხვებით გადავსებულ რვეულში კი ადგილი აღარ რჩებოდა.
ქუჩაში ეტლების რაოდენობა მატულობდა. დღეს ბაზრობის დღე იყო და მეზობელი დასახლებებიდან გლეხები ლუბავიჩში ჩამოდიოდნენ. დიდი მოედანი მალე გაივსო. სინაგოგისკენ მიმავალმა ცემახ ცედეკმა მოედანი გადაჭრა და ის იყო უნდა გადაეხვია, რომ წინ ერთი კაცი გადაუდგა. ჩია ტანის ახალგაზრდა კაცი ტალახიანი ფეხსაცმლის წვეტს უფრო ტალახიან შარვალზე იწმენდდა და უხერხულად იშმუშნებოდა.
-რებე, მასესხეთ სამი მანეთი, თუ შეიძლება. საღამომდე ან ხვალ დილამდე. გთხოვთ, ძალიან მჭირდება.
ცემახ ცედეკი ამ კაცს იცნობდა, ისიც იცოდა, რომ ის ლუკმა-პურს ბაზრობის დღეებზე შოულობდა. რაღაცას იაფად იყიდდა და შემდეგ დღეებში უფრო ძვირად ასაღებდა.
-ახლა სინაგოგაში ლოცვაზე მაგვიანდება. თუ შეიძლება მოდით ჩემთან ორი საათის შემდეგ და სიამოვნებით დაგეხმარებით — უთხრა რებემ და კაცსაც და ტალახიან ორმოსაც გვერდი ერთდროულად აუარა. ფულის მთხოვნელმა რებეს მადლობები დააწია. -არ არის საჭირო მადლობა, აუცილებლად მოდი ორი საათის შემდეგ! — გამოსძახა უკვე წინ წასულმა რებემ.
სინაგოგაში რებემ თავისი ადგილი დაიკავა. თალიტი მოისხა, წითელი ხავერდის ქისა გახსნა და ის იყო თეფილინი უნდა ამოეღო, რომ დამწუხრებული ადგილზე გაშეშდა.
-ეს რა გავაკეთე! დღეს ხომ ბაზრობის დღეა, ის ებრაელი ორი კაპიკის შოვნას მოახერხებდა, მე კი გადავუვადე დახმარება!
რებემ თეფილინი უკან ჩააბრუნა, თალიტი მოიხსნა და სასწრაფოდ ბაზრის მოედნისკენ გაეშურა. ბევრ ხალხში ნაცნობი ებრაელის პოვნა ადვილი არ გამოდგა. ერთსაათიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა იპოვნა, სამი მანეთი გადასცა და თითქოს დიდი ტვირთი მოიშორაო, რებემ თავისუფლად ამოისუნთქა.
სინაგოგაში დაბრუნებულმა ცემახ ცედეკმა თეფილინი გადაიხვია და ლოცვისათვის მოემზადა. უცბად თვალწინ ბაბუის სახე გამოესახა. ცემახ ცედეკმა თალიტი თავზე წამოიხურა და თვალებზე ხელები აიფარა.
ალტერ რებე იღიმოდა. მისი სახე კმაყოფილებისგან ბრწყინავდა. ბაბუამ შვილიშვილს რვეულში ჩაწერილ ყველა შეკითხვაზე ერთიმეორის მიყოლებით უპასუხა. ბოლოს უთხრა: ,, იცოდე, შვილო, იმასთვის, ვინც სუფთა გულითა და სიყვარულით ეხმარება მოყვასს, ზეცის კარიბჭე იხსნება!“
შაბათ შალომ! როშ ხოდეშ ადარ სამეახ! რავ მეირ კოზლოვსკი!
შაბათის შემობრძანება: 18:12
შაბათის გასვლა: 19:14
... See MoreSee Less

Comment on Facebook

שבת שלום וחודש טוב!🙏🙏

შაბათ შალომ...

View more comments

ადარი
თუ ნისანიდან ავითვლით, ადარი - წლის ბოლო, მეთორმეტე თვეა. მიუხედავად იმისა, რომ ნაკიან წლებში თორმეტ თვეს ემატება კიდევ ერთი, დამატებითი ადარი, რომელიც ფაქტობრივად წლის მეცამეტე თვეა, თვის რიგითი ნომერი არ იცვლება. მეორე ადარიც წლის მეთორმეტე თვეა.
ადარის ახალმთვარეობა ორი დღის განმავლობაში აღინიშნება, რადგან შვატი ყოველთვის 30 დღიანია. შვატის ოცდამეათე დღე ადარის როშ ხოდეშის პირველი დღეა. მეორე, დამატებითი ადარის როშ ხოდეშიც ორდღიანია. ადარის ,,გაორმაგების“ შემთხვევაში ამ თვის მთავარი მოვლენა — ფურიმი (14-15 ადარი) მეორე ადარში აღინიშნება. ,,დგება ადარი, მატულობს მხიარულება!“ ამიტომ ბრძენები გვირჩევენ ყველა რთულად გადასაჭრელი საქმე თუ სასამართლო პროცესი ადარის თვეში გადავიტანოთ. ეს თვე ხომ ებრაელების მიმართ განსაკუთრებულად კეთილგანწყობილია!
ადარს შეესაბამება თევზების თანავარსკვლავედი — სწორედ ამ დროს მდინარეებსა და ტბებში თევზების უმეტესობა მრავლდება. თევზების თანავარსკვლავედი კურთხევის სიმბოლოა, ვინაიდან თევზები წყლის ქვეშ დაცულნი არიან და ბოროტი თვალი მათზე არ ჭრის. თევზების შემთხვევაში არც წყევლას აქვს ძალა. თევზები გადაურჩნენ წარღვნას, რადგან იმ დღეებშიც ისინი მათთვის უკვე დადგენილი წესით განაგრძობდნენ ქცევას.
ადარი — თევზების ნიშნის ქვეშ მოქცეული კურთხეული თვე, ისრაელის ხალხისთვისაც ბედნიერია. როგორც თევზები ცხოვრობენ წყალში, ისე ისრაელია ჩაფლული თორის — ცოცხალი წყლის სამყაროში. თორამ ამ თვეში ორჯერ მიაბრუნა სახე ებრაელი ხალხისკენ - მოშე რაბეინუ დაიბადა ადარში, რომლის სახელსაც ატარებს თორა და ებრაელებმა ასევე ადარში, მორდეხაისა და ესთერის დროს, ამჯერად ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე, მიიღეს თორა. ადარის ბოლო შვიდ დღეს - 23 ადარიდან ნისანის თვის როშ – ხოდეშამდე - ეწოდება ,,იემეი მილუიმ“ — მომზადების დღეები, რადგან სწორედ ამ დღეებში აკურთხა მოშემ მიშქანის უკვე დამზადებული ნაწილები, სანამ პირველ ნისანს შეკრებდა, აღმართავდა და აჰარონი ვაჟებთან ერთად ქოენების მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდა.
ადარის თვის მხიარულებათა სია მხოლოდ 14-15 რიცხვით არ შემოიფარგლება. 7 ადარი მოშე რაბეინუს დაბადებისა და გარდაცვალების დღეა 120 წლიანი შუალედით! დამოუკიდებლობის ომის პერიოდში, 9 ადარს ისრაელის არმიამ ეილათი აიღო. ეს ამბავი ადარისთვის დამახასიათებელ კურიოზს უკავშირდება: ისრაელის პატრულს გზა აებნა და უმ-რაშრაშს (ახლანდელ ეილათს) მიადგა. არაბ ჯარისკაცებს ეგონათ, რომ ალყაში არიან და თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ. ებრაელი სამხედრო საბრძოლო მანქანიდან ამოვიდა, რუქას დახედა და შტაბს რაციით მოახსენა: ,,ახლა რა გავაკეთოთ, რუქის ბოლოში გავედით!“
ჩვენ შვატის ბოლოში გავედით და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ! წინ ადარია, მხიარულებით სავსე თვე! როშ ხოდეშ სამეახ!

თორის საკვირაო თავი ,,ითრო“
,,ამას რას უკეთებ ხალხს? არ ვარგა, რასაც შენ აკეთებ!“ (18:14,17)
ერთ ებრაულ დასახლებაში მოხუცი რავინი ცხოვრობდა. ადგილობრივები მას პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ, მის რჩევებს ითვალისწინებდნენ და ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტში კურთხევის მისაღებად მასთან გარბოდნენ. როცა რაბი სინაგოგაში გამოდიოდა, მსმენელები გაფაციცებით უსმენდნენ, ყველა სიტყვას ღრუბელივით ისრუტავდნენ და ნათქვამს დიდ ხანს განიხილავდნენ. თეთრწვერა რავინიც დაფოფინებდა თავის ჯამაათს, ტკბილ სიტყვებსა და ლოცვას არ იშურებდა და ჭირსა თუ ლხინში მათ გვერდით იყო.
მაგრამ, დასახლებაში ერთი კაცი ცხოვრობდა, რომელიც რავინს მუდმივად აკრიტიკებდა, დასცინოდა და მის ნაკლოვანებებზე მიუთითებდა. ბევრჯერ სცადეს მისი შეჩერება, მაგრამ არც ჩხუბმა გაჭრა და არც დაყვავებამ. კაცი კრიტიკასა და საყვედურებს უფრო უმატებდა. ასე გავიდა რამდენიმე წელი.
ცივი ზამთარი იდგა, დასახლების ვიწრო ორღობეები თოვლმა ამოავსო, პატარა ნაკადულები გაიყინა. გადაადგილება არათუ ფეხით მიმავალს, ცხენზე მჯდარ ადამიანსაც უჭირდა. ჩვენი ნაცნობი კრიტიკოსი გაცივდა, ავად გახდა და გარდაიცვალა. თითქოს ამოისუნთქა სოფელმა... გარეგნულად ვითომ განიცდიდნენ, მაგრამ გულის სიღრმეში უხაროდათ, რომ რებეს აღარავინ აღარ შეაწუხებდა. მაგრამ ყველაზე დამწუხრებული რებე იყო. მან მიცვალებულს პატივი მიაგო, ყველა წესი შეუსრულა და მის გარდაცვალებას ძალიან განიცდიდა.
-ასე რატომ დადარდიანდით, რებე? განა შეწუხებული არ იყავით მისი კრიტიკით?
-იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა მივიღოთ კრიტიკა, ჩვენმა მოშე რაბეინუმ გვასწავლა. ,,არ ვარგა, რასაც შენ აკეთებ“ — უთხრა მას თავისმა სიმამრმა ითრომ. როგორ მოიქცა მოშე? კრიტიკა რჩევად აქცია, ,,ისმინა მოშემ თავისი სიმამრის ხმა“ და არც არაფერი წაუგია. იცით, რომ ეს კაცი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი იყო? მე გარს მხოლოდ პატივისმცემლები მახვევიან. ის იყო ერთადერთი, რომელიც მაიძულებდა ფხიზლად ვყოფილიყავი და არაფერი შემშლოდა. ძალიან დამაკლდება იგი, მის გარეშე მე ზრდას შევწყვეტ... თქვა რებემ ხმადაბლა და ლოყის ღარიდან ცრემლი ამოიწმინდა.
შაბათ შალომ! რავ მეირ კოზლოვსკი!
შაბათის შემობრძანება: 18:03
შაბათის გასვლა: 19:06

שבת שלום!🙏🙏

shabat shalom!

View more comments

22 შვატი
ხაია მუშკა შნეერსონი — მომავალი რებეცნი და ებრაული სამყაროს ,,კეთილი ფერია“ რებე იოსეფ იცხაკ შნეერსონის, მეექვსე ლუბავიჩელი რებეს ქალიშვილი გახლდათ. განსაკუთრებული ტალანტი, პრინციპულობა, გონებამახვილობა — ეს ხაია მუშკას თვისებებია. ამას ემატებოდა მოქნილი აზროვნება, საუკეთესო განათლება და რამდენიმე ევროპული ენის უბადლოდ ცოდნა. თუმცა ეს ყველაფერი მისთვის არასდროს გამხდარა სიამაყის მიზეზი....
მეშვიდე ლუბავიჩელ რებეს, მის მომავალ მეუღლეს, ხაია მუშკა ბავშვობიდან იცნობდა. ხაია მუშკა მილიონობით ადამიანისთვის იყო ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ებრაელი ცოლი. ის გახლდათ იდეალური თანაშემწე იმ უდიდეს სულიერ საქმიანობაში, რომელსაც მისი მეუღლე — მენახემ მენდლ შნეერსონი ეწეოდა. ერთგული დასაყრდენი და საიმედო მხარდამჭერი მისი სულის ნაწილსაც წარმოადგენდა.
45 წელი ცხოვრობდა რებეცნ ხაია მუშკა ხაბადის მოძრაობის მსოფლიო ცენტრში, ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი უბნის შუაგულში და ამის მიუხედავად, მისი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. მას არასდროს მიუღია მონაწილეობა დიდ საზეიმო ღონისძიებებში, არასდროს ჩნდებოდა ხალხში. საყიდლებს მხოლოდ იმ მაღაზიაში აკეთებდა, სადაც არ იცნობდნენ. ერთხელ, როცა ერთ-ერთ მაღაზიაში ცნობილი ხასიდის მეუღლე შეხვდა და მისი ვინაობა ხმამაღლა გამოაცხადა, ხაია მუშკამ მაღაზია სასწრაფოდ დატოვა და მეორედ ამ მაღაზიაში აღარ შესულა. ხაია მუშკა არასდროს აფიშირებდა თავისი სიკეთისა და საქმისადმი თავდადების მასშტაბებს. ინტელიგენტი და ბრძენი ქალბატონი, პატივსაცემი რებეცნი ძალიან მოკრძალებული იყო. მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ის დავიდის ფსალმებში ხოტბაშესხმულ იდეალს განასახიერებდა: ,,მეფის ქალიშვილის სილამაზე - შინაგანი სამყაროა.“
დღეს, რებეცნ ხაია მუშკას პატივსაცემად მის სახელს ათასობით ებრაელი გოგონა ატარებს. რებე ამბობდა, რომ როცა მშობლები შვილს ამ სახელს არქმევენ, ამით გოგონები ნაწილობრივ იმ დიდებული ქალის შვილებიც ხდებიან. მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ჰყავთ მისაბაძი მაგალითი, სულიერების თავისებური ,,საზომი“და ზრდის ორიენტირი, რომელიც ყოველთვის დაეხმარება ჭეშმარიტი ღირებულებების შეცნობის საქმეში.

თორის საკვირაო თავი ,,ბეშალახ“
ვინ კვებავს რებე ზუსიას?
,,მოგცემთ უფალი საღამოთი ხორცს საჭმელად და დილით პურს მაძღრისად, ვინაიდან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა...“ (ბეშალახ, 16:8)
ყოველ დილით, ლოცვის შემდეგ რებე ზუსია ჰაშემს შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: ,,სამყაროს მეუფევ, ზუსია მშიერია, მას მადა აქვს, ესე იგი ჯანმრთელია, მადლობა შენ ამისთვის... ზუსია მშიერია, გთხოვ, მიეცი მას საკვები!“ ამ სიტყვების გაგონებაზე შამაში ოთახში შემოდიოდა და საუზმე შემოჰქონდა. ასე ხდებოდა ყოველ დღე. ერთხელ, შამაში ხასიათზე არ იყო და თავისთვის ბუზღუნებდა: ,, რებე ზუსია საკვებს ჰაშემს სთხოვს, მიტანით კი მე მიმაქვს. ჰმ, ახლა გაჩვენებ, ვინც ზრუნავს შენს კვებაზე!“ — ჩაილაპარაკა შამაშმა, ნიკაპი მუშტში ჩაიდო და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.
მეორე დღეს, რებე ზუსია სინაგოგისკენ ჩვეულებისამებრ დილაადრიან გაემართა. ქალაქ ანიპოლის ტალახიან ქუჩებში სიარული რომ გაადვილებოდათ, ადგილობრივებმა დიდ წუმპეებზე ფიცრები დააწყვეს და ზედ ფრთხილად გადადიოდნენ. ერთ-ერთ ასეთ საცალფეხო ფიცარზე რებე ზუსია დინჯად მიდიოდა. ფიცრის მეორე მხარეს ახალგაზრდა კაცი გამოჩნდა, როცა რებეს მიუახლოვდა, მის ნელ სიარულს აღარ დაელოდა, არც გზა დაუთმო, რებეს ქეჩოში სწვდა და მოხუცი ტალახში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, ეს კაცი სტუმარი იყო და ქალაქში თავისი საქმეებს აგვარებდა. ის რებეს სახეზე არ სცნობდა, მაგრამ როცა ხალხის შეძახილები გაიგონა, მიხვდა, რომ დიდი შეცდომა დაუშვა.
,,მე ხომ არ ვიცოდი, რომ ეს თქვენი ცადიკი იყო, როგორ მოვიქცე, რომ არ შემაჩვენოს?“ — შეწუხებული ეკითხებოდა კაცი სასტუმროს მეპატრონეს. სასტუმროს მეპატრონემ მას რებე ზუსიასთან შერიგება ურჩია. ,,ამის გაკეთება ხვალ დილით, ლოცვის შემდეგ გირჩევნია, ეს მისთვის ყველაზე ხელსაყრელი დროა“ — დაარიგა სტუმარი სასტუმროს მეპატრონემ.
დილით კაცმა ლანგარი ნუგბარით გაავსო, ,,ლეხაიმ-ი“ ამოიღლიავა და რებესკენ გასწია.
,,სამყაროს მეუფევ, ზუსია მშიერია, გთხოვ, დაანაყრო იგი!“ — ჩვეულებრივ დაიწყო დილა რებე ზუსიამ. კარების უკან შამაში იდგა და თავისი ოინისგან კმაყოფილი ხელებს იფშვნეტდა. ,,ახლა გაიგებს, ვინც აჭმევს!“ — ფიქრობდა ის. უცებ ვიღაცამ მხარი გაჰკრა, გაკვირვებული შამაში გვერდზე გადაიწია. ოთახის კარი გაიღო და რებესთან ხელდამშვენებული სტუმარი შევიდა. მან ლანგარი მაგიდაზე დადო, რებეს თავი მორჩილად დაუხარა და პატიება სთხოვა. რა თქმა უნდა, რებემ მთელი გულით აპატია. სტუმარმა შვებით ამოისუნთქა და წავიდა. ახლა კი დარწმუნდა შამაში, თუ ვინ კვებავს რებეს! ღმერთმა ჰქნას, რომ არასდროს დაგვავიწყდეს, ვინ გვიგზავნის საზრდოს!

შენიშვნა: რებე ზუსია ანიპოლიიდან, (1719-1800წწ.) მესამე თაობის ხასიდი ცადიკი, მეჟერიჩელი მაგიდის მოსწავლე, ლეჟანსკელი რებე ელიმელეხის უმცროსი ძმა. ათეულობით ისტორიისა და გამონათქვამის ავტორი, სადაც ხასიდუთის აზრია გადმოცემული. რავ ალექსანდრე კაცის ვერსიით, რებე ზუსიას მთლიანი სახელია რაბი მეშულამ-ზიუშა ბარ ელიეზერ-ლიპა ვაისბლუმი.
შაბათ შალომ! რაბი მეირ კოზლოვსკი
შაბათის შემობრძანება: 17:54
შაბათის გასვლა: 18:57

ყველას მოგვეცა საშვალება მათი ნალოცის და გაკეთებული მიცვების პატარა ნაწილზე დავმადნიალდეთ.ბედნიერი შაბათი დაგიყენოთ დიდმა გამჩენმა

שבת שלום🙏🙏

בואו נדבר בוואטסאפ