სინაგოგები საქართველოში

საწყისი გვერდი / სინაგოგები საქართველოში

საქართველოს ებრაული საზოგადოება

საქართველოს ებრაული საზოგადოება ძალიან ძველია. ტრადიციული გადმოცემის თანახმად, ქართველი ებრაელები მოდიან იუდეველთა ჯგუფიდან, რომლებიც ისრაელიდან გაასახლეს პირველი ტაძრის განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე. შემდგომ წლებში, ამ საზოგადოებას შეუერთდნენ ებრაელები სპარსეთიდან და რუსეთიდან.

პიკის დროს თემს 120 000 წევრი ჰყავდა. ებრაელები ცხოვრობდნენ საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში. დღეს თემი დაახლოებით 4000 ადამიანს ითვლის, რომელთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს.

ამჟამად თემი ინახავს და უვლის უძველეს და უნიკალურ სინაგოგებს თბილისში. სხვა სინაგოგების მონახულება კი შეიძლება გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ონსა და ბათუმში. თბილისში ჩვიდმეტი სინაგოგიდან ამჟამად მოქმედი ორია. ორივე სინაგოგა მდებარეობს კოტე აფხაზის ქუჩაზე, რომელიც წარმოადგენს ძველი თბილისის მთავარ ქუჩას.

სინაგოგები საქართველოში

თბილისი

სინაგოგა შაარეი თეფილა 
მისამართი: კოტე აფხაზის 45
სამუშაო საათები: სინაგოგა მუშაობს და ღიაა მთელი დღის განმავლობაში.

სინაგოგა ბეით რახელ 
მისამართი: კოტე აფხაზის 28
სამუშაო საათები: სინაგოგა მუშაობს და ღიაა ლოცვის დროს.

ბათუმი

მისამართი: ვაჟა ფშაველას 33
საკონტაქტო პირი: რაბი ზეევ მენდელზონი, +995551122369

გორი

მისამართი: ქრისტეფორე კასტელის 25
საკონტაქტო პირი: სიმონ (გაბაი) 995551982090

ქუთაისი

მისამართი: ბორის გაპონოვის ქ.
საკონტაქტო პირი: მოშე (გაბაი) 995599271570
დევიდ (ხაზან) 995599360802

ახალციხე

მისამართი: გურამიშვილის ქუჩა

საკონტაქტო პირი: სიმან ტოვ (გაბაი) 995599937280

მამაკაცების მიკვა (რიტუალური აბაზანა)

მამაკაცების მიკვა არის ბეით რახელის სინაგოგაში. მიკვა ღიაა ლოცვის დროს.

ქალების მიკვა (რიტუალური აბაზანა)

ქალების მიკვა არის მხოლოდ თბილისში, დიდი სინაგოგის ეზოში.
ვიზიტები წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.