ჩვენ შესახებ

საწყისი გვერდი / ჩვენ შესახებ

ხაბადი საქართველოში

ხაბადის ემისრები (ელჩები) საქართველოში — რაბი მეირ და ციპი კოზლოვსკები თბილისში მოღვაწეობენ 5765/2005 წლიდან. ამავე წელს მათ შემოუერთდნენ ხაბადის ემისრები — რაბი ბენ ციონ და რახელ ისრაელი. ხაბადის ელჩები მთელი მონდომებით მუშაობენ, რათა სხვადასხვა ასაკზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით თემში გააძლიერონ ებრაული ცხოვრების ყველა მხარე. ისინი ყოველმხრივ დახმარებას უწევენ საქართველოში ჩამოსულ ათასობით ებრაელ ტურისტს და დაუღალავად შრომობენ მათი კომფორტისთვის.

იალდეი მენახემის საბავშვო ბაღი

ეს არის ყოველდღიური საგანმანათლებლო პროგრამა ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. აქ ყოველდღე, დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე სწავლობს, ერთობა და ისვენებს დაახლოებით სამოცი ბავშვი

დააჭირეთ აქ ბაგა-ბაღის ვებსაიტზე გადასასვლელად.

 სკოლა ,,ორ ავნერი"

,,ორ ავნერ-"ის სკოლის 1–12 კლასებში ირიცხება დაახლოებით 120 მოსწავლე.  სკოლა თავის ებრაელ მოწაფეებს ებრაულ და იუდეურ სწავლებასთან ერთად აძლევს პირველხარისხოვან ზოგად განათლებას.

დააჭირეთ აქ, სკოლის Facebook გვერდზე გადასასვლელად.
დააჭირეთ სკოლის ვებსაიტზე გადასასვლელად

Enerjew ახალგაზრდული პროგრამა

არაფორმალური პროგრამა უტარდებათ 12-დან 18 წლამდე მოზარდებს კვირა დღეს. პროგრამა აძლიერებს მათ ებრაულ იდენტობას, ამყარებს მათ კავშირს იუდაიზმთან და ებრაულ თემთან.
დააჭირეთ აქ, Enerjew– ს Facebook გვერდზე გადასასვლელად.

JFuture საკვირაო სკოლა

საკვირაო არაფორმალური პროგრამაა 5-12 წლის ბავშვებისთვის. შემეცნებითი აქტივობები აღრმავებენ ბავშვების კავშირს იუდაიზმთან და აფართოებენ მათ ებრაულ თვალსაწიერს.
დააჭირეთ აქ, JFuture-ის Facebook გვერდზე გადასასვლელად.

EuroStars- სტუდენტებისთვის

პროგრამა მოიცავს ყოველკვირეულ სასწავლო შეხვედრებს რაბინთან. ერთობლივი აქტივობები ხელს უწყობს საზოგადოებასთან და ებრაულ ტრადიციასთან კავშირის განმტკიცებას
დააჭირეთ აქ EuroStar–ის Facebook– ის გვერდზე გადასასვლელად.

"გან ისრაელის" საზაფხულო ბანაკები

გოგონებისა და ბიჭების საზაფხულო ბანაკები მშვენიერი შესაძლებლობაა ცოდნის გასამდიდრებლად იუდაიზმში დასვენების პარალელურად. ამასთან, საინტერესო და პრაქტიკული აქტივობები ზრდის თემის ბავშვების დაინტერესებას ებრაული კულტურის მიმართ.

თორის გაკვეთილები

თორის შესწავლის პროგრამა კაცების, ქალებისა და ბავშვებისათვის.

ისრაელის ტურისტებისთვის გამიზნული საქმიანობა საქართველოში

ხაბადის სახლი (ბეით ხაბადი) ღიაა ყოველდღე, რათა დაეხმაროს და მხარში ამოუდგეს თბილისში ჩამოსულ ტურისტებს, მიაწოდოს ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს. ქაშერი სარძევე სამზარეულო ფუნქციონირებს ბეით ხაბადში დილის საათებში. ,,მენდის-ი" — ქოშერ მეჰადრინ რესტორანი, ღიაა ყოველდღე, 12 საათიდან შუაღამემდე.

ბეით ხაბადი აწყობს შაბათისა და სადღესასწაულო ტრაპეზებს მოგზაურებისთვის, აგრეთვე სპეციალურ ღონისძიებებს დღესასწაულებზე.